მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 | 00:56
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

„გაითვალისწინეთ, თუ ოდესმე სადმე ჩემი ვიდეო შეგხვდათ, იქ არასდროს გადახვიდეთ!“ – ნუკი კოშკელიშვილი მიმართვას ავრცელებს

Prime Time 26 ივლისი, 2026 · 23:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ბლოგერი ნუკი სოციალურ ქსელში მომხმარებლებს თაღლითური გვერდების შესახებ აფრთხილებს.

მისი თქმით, ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც მისი სახელი უნებართვოდ გამოიყენება, რათა მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ და თანხა გადაარიცხინონ.

„აუცილებლად უნდა გითხრათ თაღლითობის შესახებ. ერთხელ რაღაც ვიდეო გავაზიარე ტაროსთან დაკავშირებით და მილიონმა თაღლითმა გვერდმა გააზიარა. ის გოგო, რომელსაც მე რეკომენდაცია გავუწიე, ჩემი ვიდეო არც ერთხელ გაუზიარებია, შესაბამისად, თუ თქვენ სადმე გხვდებათ ჩემი სახე, რომელიც ამბობს, რომ „რეკომენდაციას ვუწევ…“ ე.ი ეგ არის თაღლითი. თუკი ვინმეს ჩემი ვიდეო აქვს გადაზიარებული, ეს უნდა იყოს თქვენთვის ნიშანი, რომ ეს თაღლითობაა. იმ გოგოს მე ვთხოვე, რომ არ გაეზიარებინა, შესაბამისად, ვისაც მე ვუწევ რეკომენდაციას, მის გვერდზე ვიდეოს ვერ ნახავთ. თუ რომელიმე სხვა გვერდზე ჩემს ვიდეოს ნახავთ, იცოდეთ, რომ არიან თაღლითები, ჩაგარიცხინებენ თანხას, მოკლედ, მატყუარები არიან. გაითვალისწინეთ, თუკი ოდესმე სადმე შეგხვდათ ჩემი ვიდეო, იქ არასდროს გადახვიდეთ. ეს არის თაღლითი,“ – ამბობს კოშკელიშვილი.