მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 03:46
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

IPN.ge 11 აგვისტო, 2026 · 02:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

მათი ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსთან მდებარე ელექტროენერგიის ბოძთან გაჩნდა, რის გამოც პუშკინის ქუჩაზე რამდენიმე ოჯახს დენი არ მიეწოდება.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები რჩებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით კი, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, 40-მდე აბონენტს ელ.ენერგია შეზღუდვით მიეწოდება.

“აღნიშნულ ქუჩაზე ცოტა ხნის წინ, მოკლე ჩართვა მოხდა, დაზიანდა სამი კომერციული აბონენტის სამფაზა მრიცხველები.

,,ენერგო-პრო” ჯორჯიას ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც მუშაობს, დაახლოებით 2 საათში ელ.ენერგიის მიწოდება აღდგება” , – აღნიშნავს კომპანია.