ვარსკვლავური ქორწილი წინანდლის მამულში – ქეთა თოფურია, მიმი შელია და ბიჭოლა, დიზაინერ ნუცა ბერიძის დღესასწაულს დაესწრნენ

წინანდლის ისტორიულმა მამულმა გასულ უქმეებზე კიდევ ერთ გამორჩეულ და ვარსკვლავურ ქორწილს უმასპინძლა. ქართველი დიზაინერი ნუცა ბერიძე რჩეულზე დაქორწინდა, ხოლო გრანდიოზულ ცერემონიას საქართველოდან და რუსეთიდან ჩასული არაერთი ცნობილი სტუმარი ესწრებოდა.
სტუმრებს შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მომღერალმა ქეთა თოფურიამ, რომელიც მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად იმყოფებოდა. ქორწილში ასევე გამოჩნდნენ რუსეთში მოღვაწე მოდელი მირანდა შელია და დიზაინერი ბიჭოლა, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ღონისძიებიდან ფოტოები და ვიდეოებიც გააზიარეს.
ნუცა ბერიძე ქეთა თოფურიას უახლოესი მეგობარია და წლების განმავლობაში მის არაერთ სასცენო თუ ყოველდღიურ იმიჯზე უმუშავია. სწორედ ამიტომ, დიზაინერის განსაკუთრებულ დღეს მომღერლის დასწრება არავის გაჰკვირვებია. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით, სტუმრებისთვის დაუვიწყარი საღამო მუსიკით, ცეკვითა და ემოციური მომენტებით გაგრძელდა.
ქორწილის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები ინტერნეტში კვლავ აქტიურად ვრცელდება.







