მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 23:41
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

მაია ბუწაშვილი ყირიმ-კონგოს ცხელების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 22:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას ტკიპებით გადამდები დაავადებების შესახებ აფრთხილებს და განსაკუთრებით ყირიმ-კონგოს ცხელებაზე ამახვილებს ყურადღებას.

როგორც ბუწაშვილი წერს, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო დაავადებაა ტკიპებით გადამტან ინფექციებს შორის და მისი შემთხვევები საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება.

მისი ინფორმაციით, ადამიანზე დაავადების გადაცემა ძირითადად ინფიცირებული ტკიპის კბენით ხდება, თუმცა ინფიცირების რისკი არსებობს ასევე ინფიცირებული მსხვილფეხა საქონლის სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტის დროს.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი 1-დან 14 დღემდე გრძელდება. ძირითად სიმპტომებს შორისაა მაღალი ტემპერატურა, თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა სიმპტომი და კანზე სისხლჩაქცევები. თუმცა, როგორც ბუწაშვილი აღნიშნავს, ყველა სიმპტომი შესაძლოა ერთდროულად არ გამოვლინდეს.

ყირიმ-კონგოს ცხელების ლეტალობის მაჩვენებელი 10-40%-ს შეადგენს.

“ტკიპები რა პრობლემაა” ხალხისთვის:

ტკიპებით გადამტან დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა ყირიმ-კონგოს ცხელება (CCHF), რომლის შემთხვევები საქართველოში ხშირად ფიქსირდება.

ადამიანზე გადაცემა ძირითადად ხდება ტკიპის კბენით, თუმცა შესაძლებელია ასევე ინფიცირებული მსხვილფეხა საქონლის სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტით.
ინკუბაციური პერიოდი 1-14 დღეა. დაავადების სიმპტომებია ცხელება, თავის და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმპტომები, სისხლჩაქცევები კანზე. თუმცა შეიძლება კლასიკურად ყველა ეს სიმპტომი არ იყოს გამოხატული.

ლეტალობის მაჩვენებელია 10-40%.

საქართველოში ყოველწლიურად ათეულობით შემთხვევა რეგისტრირდება. ყველაზე მეტი (47 შემთხვევა) დაფიქსირდა 2022 წელს, 4 ლეტალური გამოსავლით. 
შემთხვევების დიდი ნაწილი სამცხე-ჯავახეთზე მოდის. ასევე გვხვდება ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. ინფიცირებულებს შორის არიან ფერმერები, მწყემსები, ვეტერინარები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები.

სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს და დაავადების მართვა  სიმპტომურად ხდება, ძირითადად სტაციონარში. პროფილაქტიკური ვაქცინა არ არის შემუშავებული”,-წერს მაია ბუწაშვილი.