მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 20:53
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 20:03 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებულ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ივლისს 10:30-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – თვალივი, ზემო ხორხი, ნეძიხი, ხილიანა, ბზიკურთკარი, მაღაროსკარი, ქვემო შარახევი, ზარიძეები და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში: კაწალხევი, შუაფხო, თხილიანა, დათვისი, მაღაროსკარი, გოგოლაურთა, ბარისახო, გველეთი, გომეწერი, ბარისახო, კორშა, როშკა, გუდანი, ჩირდილი, ბისო, აყნელი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 11:10 საათამდე და 15:50-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში: ჭილურტი, მჭადიჯვარი, ახალშენი, ებნისი, პეტრიანი, ლამოვანი, ციხევდავი, ზემო შუახევი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 11:10 საათამდე და 15:50-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ილტოზა, ვაზიანი.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.