მთავარი კონტენტი
პარასკევი, 7 აგვისტო, 2026 | 00:25
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

წყალი 17 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

Prime Time 6 აგვისტო, 2026 · 21:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, ძმები კაკაბაძეების ქ. N11ა-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 8/6/2026 22:00 დან 8/7/2026 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მთაწმინდის რაიონი,პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ზ. ბოცვაძის, ე. გაბაშვილის, ვ. სარაჯიშვილის, 8 მარტის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, მაყაშვილის აღმართს, კერესელიძის, გოგებაშვილის ქუჩებს.