მთავარი კონტენტი
პარასკევი, 14 აგვისტო, 2026 | 21:34
სწრაფი სიახლე
კულტურა

გიორგი გაბუნია: გარედან დაფინანსებული, ორგანიზებული კამპანიაა, რომ გააღვივონ ეროვნული შუღლი, ყველაფრის, რაც რუსულია, იქნება ეს მუსიკა, პოეზია თუ სხვა, დემონიზება მოახდინონ

Prime Time 14 აგვისტო, 2026 · 12:13 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

მიზანმიმართული კამპანია, „ჩაუფურთხეთ“ კერძში თუ არის რუსი ტურისტი, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, არც ფრანგი ჩამოვა, არც ყაზახი და არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსოფობიური პოლიტიკა მიზნად ისახავს, არა მარტო კონკრეტული ტურისტის ბულინგსა და შეურაცხყოფას, არამედ საერთო ეროვნული შუღლის გაღვივებას.

„კულტურის სფეროს სხვადასხვა დარგის მხრიდან ვისმენდით, რომ რუსეთში კონცერტებს არ ჩაატარებენ, ეს გასაგებია და მათი აზრია. თუმცა, მეორეა რა მოწოდებებს აკეთებენ საზოგადოების მიმართ და იმ ხელოვანების მიმართ, რომელთაც განსხვავებული პოზიცია აქვთ და მიიჩნევენ, რომ კულტურული კავშირები რუსეთთან აუცილებელია. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ოკუპაციის პრობლემა იმ პრობლემისგან, რომლის წინაშეც დღეს რეალურად ვდგავართ. ეს არის ორგანიზებულად, გარედან დაფინანსებით კარგად მოფიქრებული, რომ საქართველოში გააღვივონ ეროვნული შუღლი, რომ ყველაფერი რაც რუსულია, ეს იქნება მუსიკა, პოეზია და ასე შემდეგ, ამ მიმართულებით დემონიზება მოახდინონ. ეს არ არის სწორი, ვინაიდან რუსი ტურისტები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, ბევრი მათგანი საერთოდ არ ეთანხმება რუსეთის პოლიტიკას.

ჩვენ ქართველები ვართ, დიდი კულტურის, დიდი ისტორიის ერი და ჩვენთან არასოდეს არ ყოფილა ეროვნული შუღლის, ან ეროვნული სიძულვილის პროცესი.  მიზანმიმართული კამპანია, „ჩაუფურთხეთ“ კერძში თუ არის რუსი ტურისტი – ეს აზიანებს ქვეყნის იმიჯს. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, ასეთ ქვეყანაში არც ფრანგი ჩამოვა, არც ყაზახი და არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი. როდესაც აქცენტი კეთდება ასეთ რუსოფობიურ პოლიტიკაზე, რომელიც ძალიან კარგად არის ორგანიზებული და მიზნად ისახავს, არა მარტო კონკრეტული ტურისტის ბულინგსა და შეურაცხყოფას, არამედ საერთო ეროვნული შუღლის გაღვივებას, სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის შექმნას და ამ მიმართულებით ქვეყნის უსაფრთხოების რისკების ზრდას“, – განაცხადა გაბუნიამ.