მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 17:13
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

დონალდ ტუსკი ლუბლინის სავოევოდოში გაემგზავრა, სადაც დაუდგენელი ობიექტი ჩამოვარდა

IPN.ge 30 ივლისი, 2026 · 16:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ლუბლინის სავოევოდოში გაემგზავრა, სადაც დაუდგენელი ობიექტი ჩამოვარდა, – ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერი, ადამ შლაპკა ავრცელებს.

„ღამით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ლუბლინის სავოევოდოში გაემგზავრა“, – წერს შლაპკა X-ზე.

მანამდე, დონალდ ტუსკმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა მოიწვია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა Kh-101-ის ტიპის ფრთოსანმა რაკეტამ დაარღვია და ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ტარნავა-კოლონიაში ჩამოვარდა.