მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 01:09
სწრაფი სიახლე
კულტურა

თბილისის „დინამო“ „ჟალგირისთან“ დამარცხდა და კონფერენსლიგას გამოეთიშა

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 23:41 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

„დინამო თბილისი“ კონფერენსლიგაზე საპასუხო შეხვედრაში ვილნიუსში „ჟალგირისს“ დაუპირისპირდა და 2:7 დამარცხდა.

თბილისში 0:3 მარცხის მიუხედავად, ლიეტუველებმა თამაშის შემოტრიალება სცადეს და მე-9 წუთზე პენალტი მოიპოვეს, მაგრამ პეტკოვიჩმა ბურთი მიზანს ააცილა, მასპინძლებმა 25-ე წუთზე მაინც გაიტანეს – „დინამოს“ კარი თბილისელთა ყოფილმა ლეგიონერმა ბილენკიმ აიღო. თემურ ქეცბაიას გუნდმა წონასწორობა მე-40 წუთზე აღადგინა – თორნიკე კვარაცხელიას წამოწყებული შეტევა ლეო სანტოსმა დააგვირგვინა.

„ჟალგირისმა“ მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა – თავი გამოიჩინეს პეტკოვიჩმა (59, 74), ტეიშეირამ (61), ბილენკიმ (82, 90) და მიხაილოვიჩმა (88), რასაც „დინამო თბილისმა“ მხოლოდ მათე ვაწაძის (72) ზუსტი დარტყმით უპასუხა.

ლიეტუველებმა რთული მისია შეასრულეს – ორმატჩიანი დაპირისპირება საერთო ანგარიშით 7:5 (0:3, 7:2) მოიგეს ტურნირის მესამე ეტაპზე გავიდნენ.

1TVSPORT