მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 00:39
სწრაფი სიახლე
კულტურა

საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრები ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობის გამოყენების თხოვნით მიმართავენ

IPN.ge 21 ივლისი, 2026 · 21:19 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრები 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ექიმს, გიორგი ჩახუნაშვილს საერთო განცხადებით მიმართავენ, გამოიყენოს საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობა.

საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრები აღნიშნავენ, რომ გიორგი ჩახუნაშვილის პროფესიონალიზმი, პიროვნული ღირსება და მეცნიერული წვლილი და ექიმის მაღალი ეთიკური პასუხისმგებლობა ყოველთვის იყო აკადემიის სიამაყის და მისდამი განსაკუთრებული პატივისცემის საფუძველი.

„მოგმართავთ გულწრფელი თხოვნით, გამოიყენოთ შესაძლებლობა, საპროცესო შეთანხმება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დაუბრუნდეთ თავისუფლებას, ოჯახს, მედიცინასა და საზოგადოებას. ჩვენი თხოვნა მიიღეთ, როგორც თქვენდამი ზრუნვის, ღრმა პატივისცემის, ნდობისა და გულწრფელი თანადგომის გამოხატულება” ,- აღნიშნეს საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

კერძოდ, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ ექვსი პირი – ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათ სასამართლომ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.