ამ წუთებში გომისმთაზე ხანძარია – იწვის სამი სახლი

გომისმთაზე ხანძარი გაჩნდა. იწვის ხის სამი სახლი.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.