მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 23:02
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

გივი მიქანაძე: მშობლებს შეუძლიათ, თავადაც შეაკერინონ სკოლის ფორმა

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 21:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინ-საიტზე, შეუძლიათ, შეიძინონ საკუთარი შვილებისთვის, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, მშობლებს ასევე შეუძლიათ თავად შეაკერინონ სკოლის ფორმა.

„პიჯაკების საცალო ფასი არის 45 ლარი, ხოლო შარვლის – ბიჭის თუ გოგონასი, ასევე ქვედაკაბის, 25 ლარი. არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის შემცველ ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინ-საიტზე, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ შეიძინონ, ისევე, როგორც შეუძლიათ, შეიძინონ ნაჭერი და შეაკერინონ“, – აღნიშნა მიქანაძემ.

სასკოლო ფორმები საქართველოშია და შესაბამის პუნქტებში ნაწილდება. მშობლებს შეუძლიათ, ბავშვის სამოსი როგორც ადგილზე, ისე ონლაინ პლატფორმის დახმარებით მიიღონ. ის უფასოა სოციალურად დაუცველი და უკრაინიდან ომს გამოქცეული ოჯახების შვილებისათვის. სპეციალისტების შეფასებით, გამოყენებული მასალა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.