მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 15:43
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

დავით მათიკაშვილი: ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკონომიკას შეექმნას პრობლემები. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს, თუმცა ბრძენმა ქართველმა ხალხმა არ დაუშვა მეხუთე კოლონა ხელისუფლებაში. დღეს ცდილობენ სხვა გზით შეეცადონ ეკონომიკას დაარტყან

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 14:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკონომიკას შეექმნას პრობლემები. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს, თუმცა ბრძენმა ქართველმა ხალხმა არ დაუშვა მეხუთე კოლონა ხელისუფლებაში, არ დაუშვა საქართველოს ჩართვა ომში, სანქციების დაწესებით ეკონომიკის ჩამოშლა და დღეს ცდილობენ სხვა გზით შეეცადონ ეკონომიკას დაარტყან, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამას ის ხალხი აკეთებს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ არანაირი პრინციპული დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით არ ჰქონია და რუსეთში, კრემლში სამღერად ჩადიოდნენ.

„ჩვენ ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკონომიკას შეექმნას პრობლემები. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს, თუმცა ბრძენმა ქართველმა ხალხმა არ დაუშვა მეხუთე კოლონა ხელისუფლებაში, არ დაუშვა საქართველოს ჩართვა ომში, სანქციების დაწესებით ეკონომიკის ჩამოშლა და დღეს ცდილობენ სხვა გზით შეეცადონ ეკონომიკას დაარტყან. შეგნებულად არის გაკეთებული ყველაფერი ერთადერთი მიზნით, რომ ეთნიკურ, ქსენოფობიურ და რუსოფობიურ ნიადაგზე მოხდეს ტურიზმის შემცირება საქართველოში. ამას ის ადამიანები აკეთებენ, 2008 წელს ომი რომ დასრულდა, 400-ზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი პირი დაიღუპა, 120-ზე მეტი სოფელი მიიტაცა ოკუპანტმა და არანაირი პრინციპული დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ, თუნდაც იმით, რომ არ ჩაბრძანებულიყვნენ რუსეთში და კრემლში არ ემღერათ. ეს ხომ არის ცალსახა გამოხატულება იმ რეალური სახისა, რომელიც აგენტურას, მეხუთე კოლონას და საზოგადოების ზოგიერთ წევრს ახასიათებს”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.