მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 13:22
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

რუსოფობიის გაღვივება, ხალხებს შორის ურთიერთობის დაძაბვა სურთ რომელიც, მათი მოლოდინით, უნდა გადაიზარდოს სამხედრო ესკალაციაში – ირაკლი ხელაძე

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 12:22 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

რუსოფობიის გაღვივების მცდელობა და ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ გლობალური ძალები ცდილობენ, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტირუსული მუხტი არასდროს შენელდეს, საქართველო კი მუდმივი ეკონომიკური და სამხედრო საფრთხის წინაშე იყოს.
ამ თემაზე პრემიერმა ვრცლად ისაუბრა გუშინდელ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარე მტრული ძალების მიზანია, საქართველოში ხელოვნურად გაიზარდოს რუსოფობიური განწყობები, რაც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების ესკალაციით უნდა დასრულდეს.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ გააკეთა.

“ჩვენ კარგად გვახსოვს 2022 წლიდან მოყოლებული, ზოგადად, რისი გადატანა უწევს ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას. გარე ძალებიდან წამოსული მასირებული შეტევების, კოორდინირებული თავდასხმების და შტურმის. რაც შეეხება სურვილებს – “დიფ სტეიტს” სურს იგივე, რაც სურდა 2022 წელს, როდესაც სამხედრო კონფლიქტი დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის. თქვენ კარგად გახსოვთ და საზოგადოებასაც კარგად ეხსომება, რომ საქართველოს სთხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას, საომარი მოქმედებების დაწყებას. ეს ხელსაყრელი იქნებოდა გარკვეული ძალებისთვის, მაგრამ დამანგრეველი იქნებოდა საქართველოსთვის.

ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ ყველანაირი პოლიტიკური ინსტრუმენტი ამ ადამიანებს გამოეცალათ, გარეთაც და შიგნითაც. პოლიტიკურ პროცესებში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს და გადავიდნენ შეტევის ახალ ტალღაზე, ახალ ფაზაზე. რუსოფობიის გაღვივება, ხალხებს შორის ურთიერთობის დაძაბვა სურთ რომელიც, საბოლოო ჯამში, მათი მოლოდინით, უნდა გადაიზარდოს სამხედრო ესკალაციაში, რაც იქნება დამანგრეველი საქართველოსთვის. საქართველოს ხელისუფლება სწორედ აი ამ მშვიდობის დაცვის სადარაჯოზე დგას,” – აცხადებს ირაკლი ხელაძე.