მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 | 17:14
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს

Prime Time 21 ივლისი, 2026 · 09:31 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

 იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს. მოძრაობის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოძრაობა იტოვებს უფლებას, საუდის არაბეთის ქმედებების საპასუხოდ, „ყოვლისმომცველი ესკალაცია“ განახორციელოს.

„საზღვაო ემბარგო კრიმინალი მტრის წინააღმდეგ მისი გამოცხადებისთანავე, დაუყოვნებლივ ამოქმედდა. ეს არის პასუხი თითქმის 12 წლის განმავლობაში ჩვენი ძვირფასი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე უსამართლო ალყაზე, ჩვენი რესურსების ძარცვასა და ჩვენი პორტებისა და აეროპორტების წინააღმდეგ ყოვლისმომცველი ბლოკადის დაწესებაზე“, – განაცხადა მოძრაობის სამხედრო წარმომადგენელმა, იაჰია სარიამ.