მთავარი კონტენტი
Monday, 13 July, 2026 | 19:42
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

სტატისტიკის სამსახური – 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 12 925.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით მეტია

IPN.ge July 13, 2026 5:45 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 12 925.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით მეტია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივნისში 5 172.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია.

„2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 925.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 3 876.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 20.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 048.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 0.7 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივნისში 5 172.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.