მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 20:10
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

IPN.ge 25 აგვისტო, 2026 · 18:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივლისის მდგომარეობით 7.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, უშუალოდ 2026 წლის იანვარ-ივლისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,566.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

“საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 488.2 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-ივლისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,566.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი

თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი

მარტი – Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი

აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი

მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი

ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი

ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნებს”, – აცხადებენ სებ-ში.