ანდრეი სიბიგა – რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
ანდრეი სიბიგას განცხადებით, გასულ ღამეს, პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული Kh-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა შევიდა და ნატო-ს საჰაერო სივრცე დაარღვია.
„ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ახლა გადაუდებელი აუცილებლობაა და მთელი ევროატლანტიკური საზოგადოების დაცვის გარანტიას წარმოადგენს“, – წერს სიბიგა X-ზე.
ასევე, პოლონური გამოცემა Wirtualna Polska პოლონეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი მონაცემებით ლუბლინის სავოევოდოში რუსული რაკეტა ჩამოვარდა.
„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს რუსული რაკეტა იყო“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.