მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 13:48
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

არის საკითხები, სადაც შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანს რაღაც პოზიცია აქვს, რაც არ აქვს სხვა წევრს – ირაკლი ფავლენიშვილი

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 12:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

დაშლის პირას მყოფი “ნაციონალური მოძრაობა” სრული შემადგენლობით დღეს პირველად იკრიბება. პოლიტიკური განხეთქილების ფონზე, ურთიერთბრალდებებისა და შიდა დაპირისპირების პარალელურად თავმჯდომარეობის კანდიდატებზე, სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ. მსჯავრდადებული პრეზიდენტის პარტიის შეკრებას, არ არის გამორიცხული სააკაშვილის რჩეული – ნანუკა ჟორჟოლიანიც დაესწროს, რომელიც “ნაციონალებს” შიდაპარტიულ რევოლუციას ჰპირდება. თინა ბოკუჩავამ ღიად და არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილზე გაბრაზებულია და უფრო მეტიც, ლიდერი იმპულსური გადაწყვეტილებების გამო პარტიის დაზიანებაშიც დაადანაშაულა.

პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, უახლოეს ყრილობაზე პარტიაში დაგროვილ საკითხებზე იმსჯელებენ და მმართველი ორგანოს წევრებს აირჩევენ. მისივე თქმით, თავმჯდომარის არჩევნები გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ გაიმართება.

“რაც საკითხი დასმულა ზოგადად “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით ბოლო თვეების მანძილზე, ყველა ამ საკითხზე იქნება მსჯელობა. უახლოეს ყრილობაზე არ იქნება კონკრეტულად თავმჯდომარის არჩევნები, ეს იქნება მმართველობითი ორგანო, რომლის წევრები დაკომპლექტდებიან, აირჩევიან. რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევნებს, ეს უფრო მოგვიანებით, გარდამავალი პერიოდი რომ დასრულდება, ამის შემდეგ იქნება სწორედაც რომ თავმჯდომარის არჩევნები.

ბევრი პრობლემური საკითხი არსებობს, ამაზე ღიად საუბარი საერთოდ არ არის პრობლემური, მაგრამ რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მოსაზრებებს, არის საკითხები, სადაც შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანს რაღაც პოზიცია აქვს, რაც არ აქვს სხვა წევრს”, – აცხადებს პარტია ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.