მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 15:55
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: საგარეო საქმეთა მინისტრისა და ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ ცივი შხაპია

Prime Time 17 ივლისი, 2026 · 13:35 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

საგარეო საქმეთა მინისტრისა და ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა ცივი შხაპია კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, მათი ნარატივი, თითქოს საქართველო გაწეულია ნებისმიერი საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობიდან, პირდაპირ ჩამოინგრევა ხოლმე.

„ნებისმიერ საშუალებას ვიყენებთ, რათა საქართველოს ხმა ისმოდეს, ისმოდეს სიმართლის ხმა, მიუხედავად იმისა, რა შეფასებებს გააკეთებს და რა თავდასხმა მოჰყვება ამას კოლექტიური გლობალური ძალების გავლენების ქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა ბიუროკრატის მხრიდან. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, მზად ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით ამ ურთიერთობების თვისებრივად სხვა ეტაპზე გადასაყვანად. მათ შორის კონკრეტული გეგმის განსასაზღვრად, რათა სტრატეგიული პარტნიორობა იყოს უზრუნველყოფილი და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ჩანაწერი. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, დანარჩენი – ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის ხელშია“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.