„ბოლო განსაცდელმა საერთოდ დამადუმა…“ – ნატო გელაშვილი ცხოვრების ურთულეს პერიოდსა და ემოციებზე

კომპოზიტორი და მომღერალი, ნატო გელაშვილი გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა. მომღერალი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს, როდესაც ძმა, დედა და მამა დაკარგა.
„ჩემს ნაჭუჭში ვიცხოვრე ერთმა ადამიანმა. არასდროს არ დამთავრდა განსაცდელები. ბოლო განსაცდელმა საერთოდ დამადუმა და ვცდილობდი, რომ შვილებისთვის მეცხოვრა ისე, რომ ვყოფილიყავი ენერგიული დედა, მაგრამ იმის იქით ჩემში ძალიან დიდი რაღაც ჩაკვდა, რომელიც არავინ თქვას, რომ ცოცხლდება. უბრალოდ სწავლობ ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრებას, რასაც ერქვა გულშემატკივართა გუნდი – ძმა, დედა და მამა.
მე ყოველი წუთი ჩემს ძმასთან ერთად ვცხოვრობ. ეს იყო პირველი დარტყმა, რომელმაც გამიადვილა დედის და მამის გაცილება მოკლე დროში. არის დრო, როცა ტკივილს ვეღარ გრძნობ. ძალიან მოულოდნელად გარდაიცვალა ძილში თრომბით. გავიღვიძე და გავხდი სხვანაირი ნატო. მე იქ ძალიან დიდი ნაწილი დავტოვე და გავაგრძელე რაღაცნაირად ცხოვრება…“,- ამბობს ნატო გელაშვილი.