მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 19:43
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

გურჯაანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

Prime Time 18 აგვისტო, 2026 · 18:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საბავშვო გასართობ სივრცეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს – კაცი რუსეთის მოქალაქეა.

ადგილობრივებმა ცხედარს დღეს მიაგნეს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მამაკაცი დიდი ხნის გარდაცვლილია. თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.