მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 20:06
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე – შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა

Prime Time 10 აგვისტო, 2026 · 18:20 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან იმ ტერიტორიას ხელახლა შეამოწმებენ, საიდანაც 2014 წლის 11 ივნისს გურამ დადიანიძე გაუჩინარდა.

უწყების ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებაში შსს-ს 50-მდე თანამშრომელი მონაწილეობს, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.

სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.

გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება,“ – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.