მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 15:57
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 14:22 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო, – განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.

კერძოდ, ცრუ კამპანიის ავტორები პასუხისმგებლობას არ იღებენ. „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ მოწყობილი აქციების, გაკეთებული განცხადებებისა თუ რადიკალურ პროცესების წარმართვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ფაქტებზე მნიშვნელოვანი განცდებია. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კი ვერ ასახელებს კანონის შედეგად რომელი ორგანიზაცია გაუქმდა. ისევ ვერ ამბობენ დაფინანსების გამჭვირვალობა რატომ არის პრობლემა.

მათიკაშვილის თქმით, ეს რომ აღიარონ, ამისთვის საჭიროა მზაობა, გამბედაობა, საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოსადმი სხვა დამოკიდებულება.

„როგორ წარმოგიდგენიათ, არაპატრიოტულ, აგენტურულ, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალებს რა ამოძრავებთ საკუთარი სამშობლოს მიმართ. ამიტომაც, ასეთ აღიარებას ნუ ველით. ისინი ამას არ აღიარებენ და ამით საკუთარ დანაშაულს, საკუთარ რეალურ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებენ საზოგადოებას, თუ რა მტრული ძალები არიან საქართველოს წინააღმდეგ განწყობილნი“, – აღნიშნა მან.