დიმიტრი პესკოვი – არ აქვს მნიშვნელობა, ვინ უხელმძღვანელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს – მნიშვნელოვანია კიევში იყოს ვინმე, ვინც მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მშვიდობიან მოგვარებამდე მიგვიყვანს

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ უხელმძღვანელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს – მნიშვნელოვანია კიევში იყოს ვინმე, ვინც მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მშვიდობიან მოგვარებამდე მიგვიყვანს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კიევის რეჟიმში იყოს ვინმე, ვინც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას აიღებს და მიიღებს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მშვიდობიან მოგვარებამდე და სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე მივიდეთ“, – განაცხადა პესკოვმა.
ასევე, მისი თქმით, „ჯერჯერობით, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივა არ არსებობს“.
„მოლაპარაკებების პროცესის განახლების რაიმე სახის პერსპექტივას ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა პესკოვმა.