მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 22:08
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

დაღუპულია ავტობუსის მძღოლი – ახალი დეტალები საგარეჯოში მომხდარ ავარიაზე

Prime Time 16 ივლისი, 2026 · 20:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, მუნიციპალური ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას ავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა. დაშავდა 2 მგზავრი, რომლების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთი მათგანი ბინაზე უკვე გაეწერა, მეორე კი კლინიკაში რჩება, ექიმების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ერთ-ერთ მიზეზად, სველ გზაზე, ტრანსპორტის მოცურება სახელდება. მეორე ვერსიით, შესაძლოა, მძღოლი შეუძლოდ გახდა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.