მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 19:27
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

დონალდ ტრამპი – ლინდსი გრემი ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო, ძალიან მოგვენატრება

IPN.ge July 12, 2026 6:11 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

სენატორი ლინდსი გრემი, ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი, ვინც კი ოდესმე მინახავს, გარდაიცვალა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ის ყოველთვის მუშაობდა და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვენატრება!“ – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. სენატორის ოფისის ინფორმაციით, „ის მოულოდნელი და ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა”.