ვინ არის და რას ჰყვება 13 წლის გამომგონებელი – “სათამაშო საჭის გაკეთებას ორი კვირა მოვანდომე”

13 წლის ალექსანდრე ქობულაძემ საკუთარი ხელით შექმნა სათამაშო საჭე. ამბობს, რომ ტექნოლოგიებითა და სხვადასხვა მექანიზმების შექმნით ბავშვობიდან არის გატაცებული. მისი ოცნებაა, მომავალში გამომგონებელი გახდეს და ისეთი მოწყობილობები შექმნას, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება. ალექსანდრე იმედოვნებს, რომ იდეების რეალობად ქცევას მომავალშიც შეძლებს.
პატარა გამომგონებელი სკოლაში წარმატებული მოსწავლეა. განსაკუთრებით ფიზიკა უყვარს. ალექსანდრეს თანაკლასელები მისი გამოგონებებით ამაყობენ, რაც პატარა ბიჭსთვის დიდი სტიმულია.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/WJ4ljER1MQY?si=Ai5f-xZZUeJQ7miu” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” referrerpolicy=”strict-origin-when-cross-origin” allowfullscreen></iframe>
“გაიცანით ჩემი პირველი “გეიმიგ” საჭე, რომელზეც ყოველთვის ვვოცნებობდი. ვცადე, ჩემი ხელით შემექმნა. ტელევიზორში ვუყრე და ისე გავაკეთე. მის გაკეთებას ორი კვირა მოვანდომე. ძალიან მაგარი გამომივიდა. მთავრი საჭირო ნივთი იყო კარდონი, ძაფი და სხვადასხვანაირი ნივთი. არ მაქვს საჭირო ხელსაწყოები, თორემ კიდევ უფრო მეტ ნივთს გავაკეთებდი, რომლებიც ადამიანებს სხვადასხვა დროში დასჭირდებათ. მყავს ერთდაერთი ძმა, რომელიც მეხმარება ყველაფერში, რის გაკეთებასაც მოვისურვებ,” – გვიყვება პატარა გამომგონებელი, ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელი ზვარედან.