მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 17:25
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მიჩიგანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ოჯახის რვა წევრი ემსხვერპლა, მათ შორის ექვსი ბავშვი

Ambebi.ge 25 ივლისი, 2026 · 16:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

აშშ-ის მიჩიგანის შტატში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ოჯახის რვა წევრი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ექვსი ბავშვია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა პარასკევს მოხდა. შუადღისას საგანგებო სამსახურში შეტყობინება შევიდა, რომ სახლიდან თეთრი კვამლი ამოდიოდა. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა სახლში რვა ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

FOX17-ის ცნობით, მეხანძრეები იმავე მისამართზე დილითაც იყვნენ გამოძახებულები. დილის 8:30-დან 9:00 საათამდე მათ კვამლის სუნის შესახებ აცნობეს, თუმცა ხანძრის წყაროს მაშინ ვერ მიაკვლიეს.

სამართალდამცავები და სახანძრო სამსახურის გამომძიებლები ხანძრის გამომწვევ მიზეზს ადგენენ. მათი განცხადებით, შემთხვევა საეჭვო გარემოებებში მოხდა, რის გამოც გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

ოფიციალური უწყებები ამ ეტაპზე დაღუპულების ვინაობასა და ხანძრის სავარაუდო მიზეზზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებენ.

წყარო