ზელენსკი: აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების ახალ პაკეტს უახლოეს დღეებში გადასცემს

აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების ახალ პაკეტს უახლოეს დღეებში გადასცემს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ვფიქრობ, ეს ნაყოფიერი სამიტი იყო უკრაინისთვის. უახლოეს დღეებში ჩვენ მივიღებთ პაკეტს შეერთებული შტატებისგან. ასევე, მივაღწიე ცალკეულ შეთანხმებებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან განმარტა, რომ ევროპული ქვეყნებიდან მიწოდების კონკრეტული ვადები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, თუმცა უკრაინა PAC-3 ტიპის დამატებით რაკეტებს აუცილებლად მიიღებს.