მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 | 00:56
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ზესტაფონში, ორი მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა – დაშავდა ექვსი ადამიანი

IPN.ge 22 ივლისი, 2026 · 23:35 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაზიანდა ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი.