მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 12:15
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ზურაბ ჟვანიას უმცროსი ქალიშვილი, ანჩო ჟვანია დაქორწინდა – კადრები საქორწინო წვეულებიდან

Ambebi.ge 15 აგვისტო, 2026 · 10:09 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ოჯახში მნიშვნელოვანი სიახლეა – მისი უმცროსი ქალიშვილი, ანჩო ჟვანია დაქორწინდა.

  • ნიშნობის შესახებ საზოგადოებას ცოტა ხნის წინ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ ამცნო, ამჯერად კი სოციალურ ქსელში საქორწინო წვეულების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. “ღმერთო“, – ასე დაასათაურა ნინო ქადაგიძემ შვილთან ერთად გადაღებული ემოციური კადრი.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიასა და ნინო ქადაგიძე-ჟვანიას სამი შვილი – ლიზა, ბუსა და ანჩო ჰყავთ. ოჯახი იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში, თუმცა მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია სხვადასხვა წლებში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკვანძო პოსტებს იკავებდა: 1995-2001 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2003-2004 წლებში – სახელმწიფო მინისტრი, ხოლო 2004-2005 წლებში – პრემიერ-მინისტრი.