მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 13:49
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

იგოეთის მიმდებარედ, მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

IPN.ge 3 აგვისტო, 2026 · 00:31 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ავტობანზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგად ქალი გარდაიცვალა.

შემთხვევა იგოეთის მიმდებარედ მოხდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.