მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 14:53
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

ბელგოროდის უნივერსიტეტში დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

IPN.ge 3 აგვისტო, 2026 · 13:39 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივ უნივერსიტეტში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი ASTRA ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ბელგოროდის შუხოვის სახელობის სახელმწიფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (БГТУ) გაჩნდა. უნივერსიტეტში უპილოტო საფრენ აპარატების აწყობა და დატესტვა ხდებოდა.

БГТУ-მა შეიმუშავა დრონების მართვის ავტომატიზირებული სისტემა Milandr მიკროპროცესორზე დაყრდნობით. უნივერსიტეტში ამტკიცებენ, რომ მისი გამოყენება დაგეგმილი იყო „სამოქალაქო მიზნებისთვის“, კერძოდ, ელექტროგადამცემი ხაზების, გათბობის ქსელების მონიტორინგისა და აეროფოტოგრაფირებისთვის.