მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 | 01:09
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პეტერ ფიშერზე: არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა

Prime Time 22 ივლისი, 2026 · 23:53 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ, საიტზე ბერკეტს იყენებ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.

კირცხალიას თქმით, პეტერ ფიშერი ანტისამთავრობო, ანტიდემოკრატიულ განცხადებებს აკეთებდა, სასამართლო პროცესებს ესწრებოდა.

„როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ. საიტზე ბერკეტს იყენებ. გავიგე, რომ აგენტი ხარ. აგენტი კი არა, პირდაპირ „ნაცაქტივისტი“, რომელიც აქ აქციებზე დადიოდა. ანტისამთავრობო, ანტიდემოკრატიულ განცხადებებს აკეთებდა, სასამართლო პროცესებს ესწრებოდა. ყველაფერი გააკეთა ამ კაცმა. არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა. პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებდა შეურაცხყოფას. ყოველთვის ვამბობდით, ვამბობთ და ვიტყვით, რომ პიროვნებებზე არ გადავდიოდით, მაგრამ ამ ადამიანს პირადში ჰქონდა გადასული, „ნაცზე“ „ნაცი“.

რა თქმა უნდა, დავალებასთან ერთად მისი პირადი განწყობებიც ამ ყველაფერს ემთხვეოდა. რა დონის პატარა კაცი უნდა იყო, რომ საიტზე სახელ-გვარის არშეცვლა, რაღაც ინფორმაციის არმიწოდება. ეს ყველაფერი ხომ სასაცილოა“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საქართველოს ელჩი გერმანიაში, გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად ემზადება. ცერემონია ხვალ გაიმართება. შესაბამისი დოკუმენტების გადაცემას დიპლომატი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა. ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.