მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 19:05
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – საზოგადოებამ უკვე გაარკვია, რომ სინამდვილეში კანონი ყოფილა გამჭვირვალობის კანონი და არავითარი რუსული – 150 კაცი დარჩით, ვისაც დღემდე გგონიათ, ან არ გგონიათ, რომ ეს კანონი იყო რუსული

IPN.ge 8 აგვისტო, 2026 · 17:36 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

2008-2012 წლებში, როდესაც ომი იყო ახალი მომხდარი საქართველოში, ოკუპაცია იყო ახალი განხორციელებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. აღიარება იყო ახალი მომხდარი, ანწუხელიძე იყო ახალი ნაწამები და მოკლული და გმირები იყვნენ ახალი დაღუპული, 120-ზე მეტი სოფელი გვქონდა ახალი დაკარგული, მაშინ ხოშტარია და ეს ადამიანები გამოდიოდნენ და მიესალმებოდნენ რუს ტურისტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხოშტარია არის სამარცხვინო ადამიანი, უცხოელი აგენტი, რომელიც დღეს დანიშნულია მთავარ რუსოფობად და პარალელურად მილიონობით რუსულ რუბლს იღებს.

პრემიერმა მის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტებს მასში დასმულ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და შესაბამისად, შინაარსშიც ვერ შედიან.

„გახსოვთ, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით – შინაარსი მათი ველია და არ უნდა შევიდეთო. საუბრობდნენ ერთდა და იმავეს, რომ იყო რუსული კანონი და შინაარსი საერთოდ არ გაურჩევიათ, იმიტომ, რომ შინაარსი იყო ჩვენს მხარეს, რაც გაირკვა. დღეს საზოგადოებამ უკვე გაარკვია, რომ სინამდვილეში ეს კანონი ყოფილა გამჭვირვალობის კანონი და არავითარი რუსული კანონი. 150-მა კაცმა ვერ გაიგო დღემდე, მაგრამ დანარჩენმა საზოგადოებამ გაიგო. მაშინ გამოვიდა ამერიკის ელჩი, მოატყუა ეს ადამიანები და მართლა მოტყუვდა საზოგადოების ნაწილი, მაგრამ იმ ადამიანებმაც გაიგეს დღეს, რომ სინამდვილეში ეს ყოფილა გამჭვირვალობის კანონი. 150 კაცი დარჩით, ვისაც დღემდე გგონიათ, ან არ გგონიათ, რომ ეს კანონი იყო რუსული.

რაც შეეხება წერილს, შინაარსში შემოვიდნენ. 2008-2012 წლებში, როდესაც ომი იყო ახალი მომხდარი საქართველოში, როდესაც ოკუპაცია იყო ახალი განხორციელებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. აღიარება იყო ახალი მომხდარი, ანწუხელიძე იყო ახალი ნაწამები და მოკლული და გმირები იყვნენ ახალი დაღუპული, 120-ზე მეტი სოფელი გვქონდა ახალი დაკარგული, მაშინ ეს ადამიანები გამოდიოდნენ და მიესალმებოდნენ რუს ტურისტებს, ხოშტარია, სამარცხვინო ადამიანი, უცხოელი აგენტი, რომელიც დღეს დანიშნულია მთავარ რუსოფობად და თან, პარალელურად იღებს რუსულ რუბლებს, მილიონობით. რეაქცია რატომ არ გაქვთ, როდესაც ხოშტარია მილიონობით რუსულ რუბლს იღებს რუსული ხაზინიდან ხოშტარია, რომელიც დღეს დანიშნული ჰყავთ მის პატრონებს მთავარ რუსოფობად, გამოდიოდა 2008-2012 წლებში და აცხადებდა, რომ რუსი ტურისტი არ იყო პრობლემა, პირიქით, მიესალმებოდნენ. რუსული ფული არ იყო პრობლემა, პირიქით, მიესალმებოდნენ. ხოშტარია გამოდიოდა და აქციებს აწყობდა, როდესაც ვიღაც ქორწილს იხდიდა საქართველოში. ნახეთ სამარცხვინოობის დონე, ეს არის აგენტის ბედი. 2008-2012 წლებში რომ გამოდიოდი და მიესალმებოდი რუს ტურისტსაც, რუსულ ფულსაც და ყველაფერ რუსულს და ახლა ქორწილებს რომ აქციებს უწყობ, ეს არის უცხოელი აგენტის სამარცხვინო ბედი. აგენტობა არის სიბინძურე. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას, ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა მოვუწოდო, რომ ვინც არ უნდა შესთავაზოს აგენტობა, ამაზეც კამპანია იყო, რომ ამის აგენტობა ცუდია და იმის აგენტობა კარგია, არავითარ შემთხვევაში ხელი არ მოაწერონ, იმიტომ, რომ გაიზიარებენ ხოშტარიას სავალალო ბედს, როდესაც მას უწევს ასეთი სამარცხვინო ქმედებების განხორციელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.