მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 14:36
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძეზე: მოახდინა არასწორად ფორმულირება და ჩამოყალიბება ამ სენსიტიურ თემაზე

Prime Time 9 აგვისტო, 2026 · 12:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა გამოკითხვებს მომდევნო კვირიდან განაგრძობს. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყებას უკვე აქვს აფხაზეთის ომის ვეტერანების, თავდაცვის ყოფილი მინისტრის – გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილისა და აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიის წევრის – პაატა ზაქარეიშვილის ჩვენებები.

საუბარია ბარამიძის განცხადებაზე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, ბარამიძემ ჩაწერა ვიდეომიმართვაც და ტყვეების დახოცვა უკვე ხალხს დააბრალა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ბარამიძემ არასწორად ფორმულირება მოახდინა და არასწორად ჩამოაყალიბა აზრი სენსიტიურ თემაზე.

“ბატონ გიორგი ბარამიძეზე არაერთხელ აღინიშნა და მანაც აღნიშნა, რომ მოახდინა არასწორად ფორმულირება და ჩამოყალიბება ამ სენსიტიურ თემაზე”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.