მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 23:04
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები

IPN.ge 10 აგვისტო, 2026 · 21:50 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები , – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო.

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდა იყო, ხოლო კოლუმბიის კატასტროფების რისკების მართვის ეროვნულმა სამსახურმა (UNGRD) მიწისძვრის სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდად შეაფასა.

ჩოკოს დეპარტამენტის გუბერნატორის, ნუბია კაროლინა კორდობა-კურის ცნობით, დეპარტამენტის დედაქალაქ კიბდოში დაშავებულები არიან, ასევე შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მიწისძვრის ბიძგები კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტასა და ვენესუელაშიც იგრძნობოდა.