მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 23:27
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

თათრეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის უზბეკეთის 7 მოქალაქეა

IPN.ge 10 აგვისტო, 2026 · 22:15 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

თათრეთში დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის უზბეკეთის 7 მოქალაქეა, – ინფორმაციას Reuters-ი უზბეკეთის საკონსულოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყაზანში უზბეკეთის საკონსულოს ცნობით, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში დრონებით განხორციელებულ იერიშს ქვეყნის 7 მოქალაქე ემსხვერპლა.

თათრეთის მეთაურის, რუსტამ მინიხანოვის განცხადებით, უკრაინის მიერ ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიშების შედეგად, 75 ადამიანი დაშავდა და 13 დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა 10 აგვისტოს ღამეს რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოს“ დაარტყეს, რამაც ქარხანაში ხანძარი გამოიწვია.