მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 01:03
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 111-მდე გაიზარდა

Prime Time 10 აგვისტო, 2026 · 23:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

კოლუმბიაში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა.

მომხდარი ტრაგედიის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა, აბელარდო დე ლა ესპრიელამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, ის სტიქიის ზონას ეწვევა.

ცნობისთვის, კოლუმბიაში, ჩოკოს რეგიონის გარშემო დამანგრეველი მიწისძვრა 10 აგვისტოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები.