მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 18:51
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესში

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 17:56 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

დაშლის პირას მყოფ “ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომა კამათით და ხმაურით მიმდინარეობდა.

პეტრე ცისკარიშვილის მტკიცებით ეს მათთვის ჩვეულებრივი პროცესია. პოლიტსაბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ ესწრებოდა.

პარტიაში აცხადებენ რომ ეს მის პროტესტს არ უკავშირდება და მიზეზი ბოკუჩავას თბილისში არ ყოფნაა. სხდომაზე გადაწყდა რომ პარტიის ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება. ცისკარიშვილი იმედოვნებს რომ ბოკუჩავა ყრილობას მაინც დაესწრება.

ცნობილია რომ სააკაშვილის რჩეული ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელიც ნაციონალებს შიდა პარტიულ რევოლუციას ჰპირდება.

თინა ბოკუჩავამ კი ღიად და არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილზე გაბრაზებულია.

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესი არასერიოზულია სახელისუფლებო გუნდისთვის.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის თქმით, პარტიამ საბოლოოდ აირჩია რადიკალიზაციის გზა.

“ყველაფერი არის ძალიან ნათელი. ეს პარტია საბოლოოდ უკვე, უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესში.

ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ძალა, ეს არის პოლიტიკურ-რადიკალური დაჯგუფება, რომლის ერთადერთი მიზანი არის, ახალი დაპირისპირების კერები სახელმწიფოში. ამიტომ ეს მოსახლეობისთვის აღარ არის საინტერესო. იმედია ძალიან მალე მოხდება ამ პოლიტიკური დაჯგუფების გაწევა პოლიტიკური სივრციდან, რაც მხოლოდამხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას,”- აცხადებს ლევან მახაშვილი.