მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 19:27
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

“რუსეთმა უკრაინაზე იერიშის დროს, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა ჩრდილოეთ კორეული რაკეტა“ – Reuters

Ambebi.ge 30 ივლისი, 2026 · 18:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

რუსეთმა, უკრაინაზე იერიშის დროს სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენა, – ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გასულ ღამეს კრივი-რიჰის მახლობლად განხორციელებული დარტყმისას გამოიყენა, რასაც თითქმის მთელი ოჯახი ემსხვერპლა.

წყაროების განცხადებით, ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენა.

ცნობისთვის, კრივი-რიჰის მახლობად მდებარე სოფელ რადუშნეში, რუსეთის დარტყმის შედეგად ვორონოვების ოჯახის ექვსი წევრი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვი. კრივი-რიჰში 31 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.