მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს, აგენტურამ ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაანაცვლოს

„ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი. ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს. ამის საწინააღმდეგო, ნორმალურად მოფიქრალ ადამიანს არაფერი უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დანაშაულებრივი ორგანიზაცია არ შეიძლება, იყოს ქვეყნის მმართველობის თუნდაც თეორიული პრეტენდენტი.
„ლოგიკური, მარტივი ჯაჭვი არსებობს – „ნაცმოძრაობა“ არის თუ არა დანაშაულებრივი ორგანიზაცია და არა პარტია? თუ კი, მაშინ დანაშაულებრივი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს თუნდაც თეორიული პრეტენდენტი ქვეყნის მმართველობის. არც მისი დანაყოფები არ შეიძლება, იყვნენ და შესაბამისად ამისა, პარტიების აკრძალვა არის ამ ლოგიკის გაგრძელება ოპოზიცია არ არსებობს, დღეს ეს ნიშა მითვისებული აქვს აგენტურას, გარდა იმ, რამდენიმე პატარა პარტიისა, რომლებიც ნელ-ნელა ვითარდებიან, მაგრამ ჩვენგან გასული ადამიანების ოპოზიციონერობის დაჯერება უჭირთ. გავიგე, ეს მარტივია და მათი ოპონირებაც არ არის ისე მწვავე და საგნობრივ ოპონირებად დღეს ქვეყანაში არავის აინტერესებს მათი შექმნილი დღის წესრიგიდან გამომდინარე. დანარჩენი, „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი. ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს. ამის საწინააღმდეგო, ნორმალურად მოფიქრალ ადამიანს არაფერი უნდა ჰქონდეს. უცხო ქვეყნის ძალებმა, აგენტურამ ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაანაცვლოს. ეს არის მოცემულობა, რაც არის ლოგიკური ჯაჭვის ბოლო, რომელ ლოგიკურ ჯაჭვშიც პირველი ის არის, რომ „ნაცმოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.