მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 15:57
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობა, განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებთან, ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას და რეგიონში პოზიციების გამყარებას

Kvira.ge 17 ივლისი, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის, თურქმენეთთან, რომელთანაც 24-მდე სხვადასხვა მნიშვნელოვან დოკუმენტს, მემორანდუმს მოეწერა ხელი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში თანამშრომლობა და განსაკუთრებით ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი თანამშრომლობა, რაც გაგრძელდება.

„ვფიქრობთ, ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობა შუა აზიის ქვეყნებთან სწორედ ამას ემსახურება და ემსახურება ყველა მხრივ, და შემთხვევით არ ვამბობ ამას, საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას და რეგიონში პოზიციების გამყარებას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი