მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 23:08
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

Prime Time July 12, 2026 9:24 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს ქალაქ თელავში პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

მათვე ცნობით, მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.

“პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ”, – აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.