ურსულა ფონ დერ ლაიენი – სენატორი გრემი ბოლომდე იბრძოდა უკრაინის მხარდასაჭერად – ის დაუღალავად მუშაობდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად

ჩემი სამძიმარი სენატორ ლინდსი გრემის ოჯახსა და ახლობლებს. სენატორი გრემი ბოლომდე იბრძოდა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიული ომის ფასის გასაზრდელად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სენატორი გრემი დაუღალავად მუშაობდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად, ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით.
„მტკიცე და უშიშარი ლიდერი. ჩვენ ის ძალიან მოგვენატრება“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. სენატორის ოფისის ინფორმაციით, „ის მოულოდნელი და ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა”.