მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა და ფაქტია, ეს იყო უჩვეულო მოვლენა – მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს – შალვა პაპუაშვილი ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვაზე

პარლამენტის თავმჯდომარე მედიასთან კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას ეხება.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, გამოკვლეული და გამოძიებული იყოს, რასთან გვქონდა საქმე.
“ფაქტია, ეს იყო უჩვეულო მოვლენა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს. მე არ მინდა, რაიმეს წინ გავუსწრო, ვნახოთ, რა იქნება გამოძიების შედეგი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ყველა დეტალი. თუკი აქ არის რაიმე ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, რაიმენაირი საბოტაჟის ხასიათის ქმედება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გამოვლინდეს. ვნახოთ, რასთან გვექნება საქმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.