მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 00:34
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

პუერტო რიკოს სანაპიროისთან 74 წლის წინ ჩამოვარდნილი ავიალაინერის ნამსხვრევები იპოვეს

Ambebi.ge 21 ივლისი, 2026 · 22:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

“Pan Am“ – ის კუთვნილი თვითმფრინავი, სახელად “Clipper Endeavor“, 1952 წლის 11 აპრილს სან-ხუანიდან (პუერტო-რიკო) ნიუ-იორკის მიმართულებით აფრინდა. ბორტზე 64 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. აფრენიდან მალევე, პილოტებმა მარჯვენა მხარის ორივე ძრავზე კონტროლი დაკარგეს და თვითმფრინავი რამდენიმე წუთში ოკეანეში ჩავარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე სამაშველო ტივტივები და ინდივიდუალური ჟილეტები იყო მომარაგებული, Pan Am-ის ისტორიული ფონდის ცნობით, ავიაკატასტროფას მხოლოდ 17 ადამიანი გადაურჩა, 52 კი თვითმფრინავთან ერთად ჩაიძირა და დაიღუპა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო არეალი ცნობილი იყო, თუმცა ოკეანის ფსკერზე ნამსხვრევების ზუსტი ადგილმდებარეობა აქამდე უცნობი რჩებოდა.

გასულ თვეს, ორგანიზაცია “Air/Sea Heritage Foundation“-მა, “Discovery Channel“-ის გადაცემა “Expedition Unknown“-თან და კომპანია “Deep Sea Vision“ -თან პარტნიორობით, ავტონომიური წყალქვეშა დრონი გამოიყენა და ნამსხვრევებს წყლის ზედაპირიდან დაახლოებით 600 მეტრის სიღრმეზე მიაგნო.

Douglas DC-4 ტიპის საჰაერო ხომალდი 2 ივნისის საღამოს იპოვეს ის ორ ნაწილად იყო გახლეჩილი. “Discovery“-ის რელიზის თანახმად, ობიექტის იდენტიფიცირება ფოტომასალის საშუალებით მოხდა, სადაც მკაფიოდ ჩანს “Pan American“-ის ფრთიანი ლოგოტიპი და თვითმფრინავის წარწერა, რომელთა ამოკითხვაც ჯერ კიდევ შესაძლებელია.

“Air/Sea Heritage Foundation“ -ი ამჟამად პუერტო-რიკოს მთავრობასთან თანამშრომლობს, რათა ავიაკატასტროფის ადგილს დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს. გარდა ამისა, ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით, რომ დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალიც შეიქმნას.

წყარო