მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 19:17
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

რუსებმა ვინიცაში „ნოვა პოშტას“ ფილიალს დაარტყეს, დაშავდა 8 ადამიანი

IPN.ge 31 ივლისი, 2026 · 18:28 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

რუსებმა უკრაინის ვინიცის ოლქში „ნოვა პოშტას“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამი დაშავებული რეანიმაციაში იმყოფება.

„მტერმა ვინიცის ოლქში „ნოვა პოშტას“ ფილიალს დაარტყა. სამი დაშავებული რეანიმაციაში იმყოფება, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია“, – აცხადებენ ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

დარტყმის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.