მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 00:08
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს – 2 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა

IPN.ge 21 ივლისი, 2026 · 20:57 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე მართვადი ბომბებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის, განცხადებით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები და ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსებმა მრავალსართულიან შენობას დაარტყეს, სადაც პირველიდან მეშვიდე სართულის ჩათვლით ბინებში ხანძარი გაჩნდა.

„სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია ორი გარდაცვალების ფაქტი. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს. ასევე არიან დაშავებულები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.